ახმეტაში, საზეიმოდ აღიმიშნა ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე – “ბიძინაობა 2025.”
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საპატიო ახმეტელების დაჯილდოების ცერემონია, ასევე ჩატარდა სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება.
ახმეტის კულტურის სახლმა უმასპინძლა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართულ კონცერტს.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული, ლევან მახაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი.