Skip to content
ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026
Responsive Menu
Facebook
Instagram
Youtube
საზოგადოებასთან ურთიერთობის მედია ცენტრი
Search
Search
მთავარი
მიმდინარე მოვლენები
პოლიტიკა
ეკონომიკა
განათლება
მედია წიგნიერება
სპორტი
აქტუალური თემები
ბიზნესი საქართველოში
სოფლის მეურნეობა
მეწარმე
ფსიქოანალიტიკა
ჯანმრთელობა და სილამაზე
კულტურა
ხელოვნება
პორტრეტი
ვაკანსიები
კონტაქტი
ფოტო: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია
მიმდინარე მოვლენები
ახალი შესაძლებლობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის!
აპრილი 2, 2026
prmc
ახალი შესაძლებლობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის!
ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს –
„ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა.”
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
რეგიონში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
საინიციატივო ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.
კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება – 15 000 ლარს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება
24 მარტიდან 13 აპრილის
ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე –
grants-2@youthagency.gov.ge.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,
კონკურსის მიზანია იმ იდეების ფინანსური რესურსით მხარდაჭერა, რომლებიც ემსახურება:
ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდების განვითარებას;
არაფორმალური განათლების განვითარებას;
ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მათი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას;
ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://youthagency.gov.ge/sag
…/akhalgazrduli-initsiativebi/
პოსტის ნავიგაცია
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა.