“არქეოლოგიური გათხრები კახეთსა და მის ფარგლებს გარეთ“-გიორგი მწყერაძე

23 თებერვალს სსიპ-ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის კლუბის ,,ისტორიანის’’ ხელმძღვანელის, ჯულია ცინცაბაძის, მოწვევით, სკოლაში იმყოფებოდა ახალგაზრდა არქეოლოგი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, გიორგი მწყერაძე.

როგორც თელავის N7 საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, გიორგი მწყერაძემ რამდენიმე წლის წინ სტუდენტური პრაქტიკა სწორედ აღნიშნულ სკოლაში გაიარა და პედაგოგებს თავი მაშინვე დაამახსოვრა თავისი ნიჭიერებით.

“გიორგი მწყერაძემ კლუბის წევრების წინაშე წარმოადგინა პრეზენტაცია: ,, არქეოლოგიური გათხრები კახეთსა და მის ფარგლებს გარეთ’’.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, სტუმარმა წარმოადგინა უამრავი საინტერესო მასალა, მსმენელმა აუდიტორიამ შეკითხვები დაუსვა მომხსენებელს, რაზეც მიიღო ამომწურავი პასუხები.

ახალგაზრდა მკვლევარი დაჰპირდა კლუბის წევრებს, რომ მომავალში კვლავ გაგრძელდება შეხვედრები. გაზაფხულზე ჩვენი მოსწავლეები მიწვეულნი არიან არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობის მისაღებად”, – აღნიშნულია თელავის N7 საჯარო სკოლის ინფორმაციაში.