დღეს, ინტელექტუალური “არტ თამაშების” ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თელავის რვა საჯარო სკოლამ მიიღო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “არტ თამაშების” შიდა სასკოლო ტურნირები თებერვალში დაიწყო, ხოლო თელავში წელს პირველად გაიმართა. პროექტში წელს 71 გუნდი და 355 მოსწავლე მონაწილეობდა, საიდანაც საუკეთესო გუნდი გამოვლინდა.
მერიის ცნობით, პროექტის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მომავალ წელს „არტ თამაშები“ მუნიციპალური გახდება და მოიცავს როგორც ქალაქის, ისე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ყველა საჯარო სკოლას.
დღეს გამართულ ფინალურ ტურნირზე 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. მონაწილეები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა დააჯილდოვეს.