გამოჩენილი ლოტბარისა და მომღერლის – ანდრო სიმაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ანსამბლმა „შილდამ“ აუდიო ალბომი და კახური სიმღერის კონცერტი მიუძღვნა.
კახური სიმღერის გამორჩეული მომღერალი ანდრო პაპა ანსამბლ „შილდას“ კონსულტანტი და დიდი მეგობარი იყო. ანსამბლმა ახალ აუდიო ალბომში ანდრო პაპას პატივსაცემად მისგან შესწავლილი სიმღერებიც გააერთიანა. აუდიო ალბომიდან კონცერტზე შესრულდა კახური სიმღერის მრავალფეროვანი ნიმუშები.
ღონისძიებაზე ფოლკლორულ ანსამბლს მეცენატმა ვანო ჩხარტიშვილმა გადასცა ფონდი ქართული გალობის სპეციალური ჯილდო ნომინაციაში – ახალი თაობა.
ანსამბლ “შილდას“ ძირითადი მიზანია ტრადიციული კახური სიმღერების აღდგენა-პოპულარიზება და რეპერტუარში ადგილობრივი უნიკალური ნიმუშების დამკვიდრება. ანსამბლი 2017 წელს სმარტ კაპიტალ ჯგუფის წევრების, ქართული ტრადიციული მუსიკის მხარდამჭერი კომპანიის – მეღვინეობა “შილდასა“ და საქველმოქმედო ფონდ „ქართულ გალობას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაფუძნდა.
შეგახსენებთ, რომ ანსამბლის ხელმძღვანელები არიან ბექა და გოჩა ბიძინაშვილები.