ანსამბლი “მართვე” ნომინაციის – “საშემსრულებლო ოსტატობის” გამარჯვებულია

5 მაისს, რუსთავში, საზეიმოდ დაიხურა ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული.”
ფესტივალი, რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიხსნა 26 აპრილს და 10 დღის განმავლობაში ჰყავდა 60 ათასამდე ვიზიტორი.
კონკურს-ფესტივალში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 26-მა ანსამბლმა და 3000-მდე მოცეკვავემ, სადაც თელავის მუნიციპალურმა ანსამბლმა „მართვემ“ მოიპოვა გაიმარჯვება ნომინაციაში „საშემსრულებლო ოსტატობა.“ 
10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ანსამბლებს გადაეცათ რუსთავის მერიის ფულადი ჯილდო.
გამარჯვებულები დააჯილდოვეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ინფორმაციით, ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება, ზვიად ბოლქვაძის და ,,რანინელების’’ კონცერტით დაიწყო და დასრულდა დაჯილდოების ცერემონიალით.
ფესტივალის გრან პრი აიღო რუსთავის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ჯავარმა,” ხოლო პრველი და მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ ,,იბერი” და ,,კეღოშვილები.”