ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა, ახმეტის კულტურის სახლში, წარადგინა 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ალექსი ფიცხელაურმა ისაუბრა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საჯარო მოხელეები და საკრებულოს წევრები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, გაწეული მუშაობის შესახებ წარადგინოს ანგარიში.