„ავერსმა“ თვითმომსახურების აპარატის სერვისი შექმნა

სააფთიაქო ქსელმა „ავერსმა,“ ფარმაცევტულ სფეროში თვითმომსახურების აპარატით სარგებლობის პრეცედენტი შექმნა. სელფსერვისით სარგებლობა მომხმარებელს, „ავერსის“ 153 აფთიაქში შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ სელფსერვისი მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან:

  • ამ სივრცეში უპრეცედენტო ფასდაკლებებისა და მიმზიდველი აქციების სახით ყოველდღიური სიურპრიზები გელით.
  • შერჩეული პროდუქციის შესაძენად რიგში დგომა არ გიწევთ, შესაბამისად, ზოგავთ დროს!

‘’„ავერსი“ ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც ფარმაცევტულ სფეროში სრულად კომპიუტერიზებული მომსახურება დანერგა და სელფსერვისის კომფორტული აპარატებით სარგებლობის შესაძლებლობაც მისცა მომხმარებელს.

„ავერსი“ თანამედროვე ტექნოლოგიებზე თანხებს არ ზოგავს, რადგან სურს, რომ მოხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და მომსახურების ხარისხი მუდმივად გააუმჯობესოს. სწორედ ამიტომ, მან შემოიტანა და დანერგა მაღალი კლასის ტექნოლოგიური ბრენდის Pyramid-ის PASSPORT ტერმინალები.

მომწოდებლის ვებგვერდზე წარმატებული ბიზნესის შესახებ სტატია განთავსდა, სადაც მკითხველს უყვებიან „ავერსზე“, როგორც თვითმომსახურების ტერმინალის ექსკლუზიურ მომხმარებელზე და ფარმაცევტულ სფეროში გამორჩეული ნიშის მატარებელ კომპანიაზე:

ავერსისმენეჯმენტის გადაწყვეტილებამ, დაენერგა Pyramid Computer-ის თვითმომსახურების ტერმინალები, ინოვაციური სიახლე შემოიტანა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში, „- ნათქვამია „ავერსის განცხადებაში.“