თელაველი გულშემატკივრები ოლიმპიელი ძიუდოისტების დასახვედრად თბილისში წავიდნენ. პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი საქართველოს ძიუდოს ვიცე პრეზიდენტთან ზაქრო კევლიშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ერთად დახვდნენ.
“ჩვენმა ძიუდოისტებმა თავი არ დაზოგეს და ყველაფერი გააკეთეს,რომ საქართველო ღირსეულად წარმოეჩინათ პარიზის ოლიმპიადაზე. თითოეულ მათგანს ვუხდი ძალიან დიდ მადლობას თავგანწირვისა და თავდადებისთვის. იმ სპორტსმენებს კი, რომლებმაც ამჯერად წარმატებას ვერ მიაღწიეს, ვეტყვი, რომ მათ აქვთ დიდი პოტენციალი, ყველაფერი წინაა, არ მოეშვან, თავიანთი მონდომებით აუცილებლად მიაღწევენ წარმატებებს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ბიჭებო ჩვენ გვჯერა თქვენი.” – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომერემ, თენგიზ მთვარელიშვილმა.