დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა.
კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, კოლეგებს ცვლილების მნიშვნელობა გააცნო.
კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, აღნიშნული ცვლილება შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 700 000 ლარს.
„საქართველო ღვინის სამშობლოა და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებას ხელი შევუწყოთ. სწორედ ამიტომ დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ ღვინის და აგროტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთ-ერთი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობაში ჩართული პირებისთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.