ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, “ნაპოლის” მაისურით ბრწყინვალედ თამაშს განაგრძობს. კვარაცხელია სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება და მსოფლიო ფეხბურთის ექსპერტები უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
Footballtransfers.com-ი სტატიაში წერს, სერია A-ს 4 ვარსკვლავის შესახებ, რომლებიც შესაძლოა პრემიერლიგური კლუბებისთვის გახდნენ 100-მილიონიანი მოთამაშეები.
„კვარაცხელიასა და ოსიმენის სახით, „ნაპოლის“ ნამდვილი ვარსკვლავები ჰყავს. სადებიუტო მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი ფურორი მოახდინა და დასახელდა სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. – წერს გამოცემა Footballtransfers.com-ი
სიაში ასევე მოხვდნენ: დუშან ვლაჰოვიჩი (“იუვენტუსი”), ვიქტორ ოსიმენი (“ნაპოლი”) და რაფაელ ლეაო (“მილანი”).