თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საყურადღებოდ ავრცელებს განცხადებას, რომ ხვალ, 19:00-დან საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხდება ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან ჭავჭავაძის გამზირზე იწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
“ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, სამუშაოების დაწყების გამო, რეაბილიტაციის დასრულებამდე დროებით შეფერხდება საავტომობილო მოძრაობა. ინფორმაცია გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით საჭიროებისამებრ განახლდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისა და დისკომფორტისთვის”, – წერია განცხადებაში.