ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება

საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალ, 3 ივლისს, საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.

საქართველოს მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. თითოეული მათგანი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში დაიწყება ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე. მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდისა კი – 15:00 საათი.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებს 2023 წელს აბარებს 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.