ხალხის მიერ შეგროვილი თანხის შედეგად, დედა, მცირეწლოვანი ბავშვებით ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილის ინფორმაციით, დედას და ორ მცირეწლოვან შვილს, რომელთაც ემუქრებოდათ ზამთრის ქუჩაში გატარების საფრთხე, ხალხის დახმარებით საკუთარი სახლი ექნებათ.

აკა სინჯიკაშვილი მადლობას უხდის ყველას ვინც გამოიჩინა დახმარების სურვილი და გახდა ქველმოქმედი.

რამდენიმე დღის წინ აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ში წერდა:

“გოგო ვნახეთ, ორი პატარა შვილით! პირდაპირ ტროტუარზე მოუწევთ ძილი, სასწრაფოდ თუ არ გავაკეთთ რამე.”

დღეს კი უზომოდ ბედნიერია და ოჯახს ულოცავს ახალ სახლს.

„ამხელა ბედნიერებას გულში რა დაიტევს მართლა არ დაიჯერებთ არაფრით და დედას, ორ შვილთან ერთად, რომელსაც ზამთრის ქუჩაში გატარება ემუქრებოდათ, თქვენი, ყველას დახმარებით, თავისი საკუთარი სახლი ექნებათ. შეგროვდა ყველაფრისთვის საკმარისი ფული. ექნებათ ახალი, საკუთარი სახლი დაიწყებენ ახალ ცხოვრებას ჩვენგან ექნებათ ყველაფერი, რაც ბავშვებს დასჭირდებათ. სახლი გაფორმდება შვილზე, რომელიც ჯერ ორი წლისაა და მისი სრულწლოვნობის ასაკამდე, მეტს არავის ექნება განკარგვის საშუალება ადამიანებმა, ადამიანებს საკუთარი სახლი უყიდეს და პატარები ქუჩაში ცხოვრებას და ყველა უბედურებას გადაარჩინეს. აი ასეთი ქვეყანა ვართ ყველას უზარმაზარი მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამხელა ბედნიერებაში. ალბათ ღამე არცერთს არ დაგვეძინება.იამაყეთ, რა ადამიანები ხართ, იამაყეთ, რამხელა ბედნიერებას აკეთებთ ერთად. იამაყეთ, როგორ გიყვართ ერთმანეთი მე ძალიან მიყვარხართ ადამიანებო.“ #სიკეთეგადამდებია.“– წერს აკა სინჯიკაშვილი.