ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა მრავალშვილიან დედებს ყვავილები გადასცა

ყვარელში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.
ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება გაგრძელდა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა ა.ა.ი.პ. ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ხოლო ღონისძიების დასასრულს მერმა მრავალშვილიან დედებს ყვავილები გადასცა.
“ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შემოქმედებითი ღონისძიების დასრულების შემდეგ, ყვავილები გადავეცი მრავალშვილიან დედებს და მივულოცე დედის დღე,” – აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვალერი გოქსაძე, მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მათიკაშვილი და ა.ა.ი.პ. ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი მაია ზარდიაშვილი.