ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს

დღეს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თხილისწყაროში, შოროხში, საცხენესა და თივში.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან გივი ზაუტაშვილთან ერთად ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, მ.პ.გ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ს კახეთის კოორდინატორი მამუკა ბურდიაშვილი, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტეული საკითხები:
სოფელი თხილისწყარო – სანიაღვრე არხების მოწყობა და ცენტრალური გზის მოწესრიგება.
სოფელი შოროხი – მე-2 და მე-3 უბანზე სანიაღვრე არხების მოწყობა და მინი სტადიონის კეთილმოწყობა.
სოფელი საცხენე – სანიაღვრე არხის მოწყობა და გზების მოხრეშვა;
სოფელი თივი – სასაფლაოს შემოღობვა და მთისუბანში ხიდ-ბოგირის მოწყობა.
შეგახსენებთ, რომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” არის წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ხორციელდება მოსახლეობის აქტიური ჩართულობითა და მათი სურვილის შესაბამისად.