ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია, “სქილვილში” სწავლის მსურველებს სრულად დააფინანსებს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ციფრული ტექნოლოგიის მიმართულებით სწავლის მსურველ 15-დან 41- წლამდე პირებს სრულად დაუფინანსებს ონლაინ აკადემია ,,სქილვილში“ სწავლის ღირებულებას.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი განხორციელდება სახლიდან გაუსვლელად (ონლაინ რეჟიმში) შემდეგ პროგრამებზე:
* Full-stack ვებ-დეველოპმენტი – საბაზო განათლება/მინიმუმ 10 კლასი
* “IT პროექტების მართვა და ანალიზი: Agile და Scrum მეთოდოლოგია” – საბაზო განათლება/მინიმუმ 10 კლასი
* გრაფიკული დიზაინი და UX/UI – საბაზო განათლება/მინიმუმ 10 კლასი
* სოციალური მედიის მართვა – საბაზო განათლება/მინიმუმ 10 კლასი
* ფრონტენდ დეველოპმენტი – React-საბაზო განათლება/მინიმუმ 10 კლასი
* ციფრული პროდუქტების ტესტირება – საბაზო განათლება/მინიმუმ 10 კლასი
* ციფრული მარკეტინგი -15 წლიდან
კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი, სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
პროექტით დაინტერესებულმა სწავლის მსურველებმა, მიმდინარე წლის 4 ივლისამდე მიმართეთ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას. ტელ: 599 85 60 07; ელ. ფოსტა: kvareli_regioni@yahoo.com .
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ, ტელ: 599 15 74 71 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე.
დაფინანსების მსურველ 5 კანდიდატს ჩატარებული ტესტირების საფუძველზე „სქილვილის“ აკადემია შეარჩევს.