ყვარლის მერმა ილია მზექალაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ტრადიციული სახალხო დღესასწაულის „ილიაობის“ საორგანიზაციო საკითხებსა და მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე.
მერის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ოთარ ბუჯიაშვილი და დავით ქანდაურიშვილი ესწრებოდნენ.