დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 100 წლის იუბილე მიულოცა სოფელ გავაზში მცხოვრებ ქალბატონ მარიამ გიორგაშვილს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა იუბილარს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.