ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის მანდატისა და საქმიანობის გაცნობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და გონივრული მისადაგების საკითხებს.