ყვარელში საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყვარელში, ახალი წლის დღეების ფარგლებში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, ელფების სახელოსნო და თოვლის პაპას ფოსტა.

გაიმართა მუსიკალური კარნავალი და თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.

ახალი წლის დღეები ყვარელში გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ანსამბლი „ჰერიო,“ მასტერი და ბენდი „მიქსტურა“ იღებდნენ მონაწილეობას.