ყვარელში, ირაკლი მათიკაშვილის წიგნის – „აისიდან – დაისამდე,” პრეზენტაცია გაიმართა.

დღეს, ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში, გაიმართა რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ლოტბარისა და საზოგადო მოღვაწის, ირაკლი მათიკაშვილის წიგნის პრეზენტაცია – „აისიდან – დაისამდე.” 
წიგნში, ავტორის მიერ მოთხრობილია ლეგენდარული ფოლკლორული ანსამბლის – „რუსთავის” დაარსების ისტორია, მათი პირველი საზღვარგარეთული გასტროლების შთაბეჭდილებები, ანსამბლის დამაარსებლის – ანზორ ერქომაიშვილის, აგრეთვე ჰამლეტ გონაშვილის, მამია ხატელიშვილისა და სხვა ეპოქალური ადამიანების ცხოვრება და მოღვაწეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტორმა წიგნი მიუძღვნა შვილიშვილებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ვალერი გოქსაძე და გიორგი ქოქიაშვილი.