ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ყვარლის სასპორტო სკოლის დარბაზში შეჯიბრი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში.
შეჯიბრში 3 გუნდი იღებდა მონაწილეობას – წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია, ყვარლის #1 და #2 საჯარო სკოლების გუნდები.
ვაჟთა კატეგორიაში გაიმარჯვა წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლე ნიკა კაზარაშვილმა, ხოლო გოგონათა შორის ყვარლის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა სანადირაძემ.
ამავე კვირეულის ფარგლებში, შეჯიბრი გაიმართა მინი ფეხბურთში, რომელშიც 5 გუნდი მონაწილეობდა – წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის, ყვარლის #1 და #2, შილდის #1 და ახალსოფლის #2 საჯარო სკოლების.
მინი ფეხბურთში პირველი ადგილი დაიკავა შილდის #1 საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ყვარლის #1 საჯარო სკოლის გუნდი.
შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ.