ყვარელში გზების გაწმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება

ყვარლის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო მოყინულ მთავარ და შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა, ასევე, ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაწმენდის სამუშაობი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილება.
აღსანიშნავია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, გზების გაწმენდის სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე აკვირდებოდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად მუშაობენ მთელი ქალაქის მასშტაბით.