ამერიკული თარო განთავსდა ყვარელში, ჭავჭავაძის #2-ში. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო საქართველოში აშშ-ის ელიჩი კელი დეგნანი.
„საქართველოს მასშტაბით სულ 14 ასეთი სივრცე გვაქვს და მათ მსგავსად ყვარელშიც კარი ყველასთვის ღიაა. აქ არის უამრავი რესურსი და ღონისძიებებში ჩართვის საშუალება ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის ადამიანისთვის. ინგლისური წიგნები, სხვადასხვა თემატიკის კლუბები, განვითარების შესაძლებლობები, მოწვეული სტუმრები, დისკუსიები საინტერესო თემებზე, თანამედროვე ტექნოლოგიები და ბევრი სხვა რამ. გელით ჭავჭავაძის 2 ნომერში.“ -აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.