ყვარელში ადგილობრივი მეწარმეებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ადგილობრივი მეწარმეებისათვის.
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ კახეთის რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერმა სალომე იანვარაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა „აწარმოე საქართველოში“ კახეთის საკონსულტაციო ცენტრის კონცეფციის შესახებ.
სალომე იანვარაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსულტაციო ცენტრი რეგიონის მეწარმეებს სთავაზობს სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამას.
რეგიონის მეწარმეებს საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, აქვთ შესაძლებლობა საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში მიიღონ 95%-მდე თანადაფინანსება და გაიუმჯობესონ ბიზნესუნარები. აღნიშნულ სერვისებთან ერთად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჰაბში მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, ქვეყანაში მოქმედი პროექტების შესახებ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საუბარი შეეხო სექტორულ შეხვედრებსაც, სადაც მეწარმეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას და ინფორმაციას არსებული გამოწვევების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა.