– თელავში არსებული არცერთი სალონი არ გამოირჩევა აქციების და შეთავაზებების ისეთი მრავალფეროვნებით, როგორც გრაცია. რას ნიშნავს თქვენთვის კმაყოფილი მომხმარებელი და როგორია ის გარემო, რაც სალონში მოსულ ადამიანს ხვდება?
“ერთი თვეა, რაც გავიხსენით და მადლობა რომ კიდევ დაინტერესდით ჩვენით. ეს ინტერვიუ ერთგვარი ანგარიში იქნება ჩვენი მომხმარებლებისათვის. ჩვენი გუნდის სურვილია შევქმნათ სასიამოვნო ატმოსფერო, მყუდრო გარემო. ჩვენი სალონის “სავიზიტო ბარათს” წარმოადგენს პოზიტიური სტაფი, რადიო ჰერეთის ხარისხიანი მუსიკა და გემრიელი ყავა, რაც ჩვენთან მოსულ ყველა სტუმარს ხვდება. სხვადასხვა აქციების არსებობა მაღალ ხარისხთან ერთად, ჩვენი ყოველდღიურობაა. ჩვენი მიზანია, ყველა ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი სერვისებით სარგებლობა. მაღალი ხარისხი კი განსაზღვრავს ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებას, რაც ჩვენთვის უპირველესია.”- ერეკლე ცოცანიძე
– მოგვიყევით როდის, რა პერიოდულობით და რატომ სთავაზობს სალონი გამორჩეულ შეთავაზებებს მომხმარებელს?
“ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი პოზიტივი მადლიერებაა, თუმცა ის ადამიანები ვისაც საზოგადოება მადლობას უნდა ეუბნებოდეს ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება: ექიმები, პედაგოგები, პოლიციელები, ჟურნალისტები. ხშირად დაუმსახურებელი ნეგატივის მსხვერპლნი ხდებიან საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ მადლობა ვუთხრათ მათ, ინდივიდუალურად მორგებული ფასდაკლების აქციებით. გარდა ამისა, გვინდა ვიყოთ ხალხზე მაქსიმალურად ორიენტირებული და მორგებული მათ საჭიროებებს. ამ დროისთვის მოსახლეობაში 30-ზე მეტი ფასდაკლების ვაუჩერი გვაქვს დარიგებული უფასოდ და ეს პროცესი გრძელდება. უახლოეს მომავალში ვაუჩერების დარიგებას ვაპირებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს ნიშნავს რომ ჩვენი საზოგადოება მიიღებს უფრო მაღალ ფასიან და პრემიუმ ხარისხის სერვისს, მათთვის მისაღებ ფასად.”- ერეკლე ცოცანიძე
– ამ ეტაპზე რა მომსახურების მიღება შეუძლია გრაციაში მოსულ ადამიანს, შესაძლებელია ერთ სივრცეში რამდენიმე პროცედურის ჩატარება? (თმის შეჭრა დავარცხნა, მაკიაჟის, შილაქის გაკეთება და ა.შ.)
“ამ ეტაპზე სალონში შეგიძლიათ თმის სპეციალისტის (როგორც მანდილოსნებისთვის ასევე მამაკაცისთვის), ბარბერის, მაკიაჟის, შილაქის და ტატუ არტისტის სერვისების მიღება. რაც შეეხება ტატუს და შილაქს, თამამად ვიტყვი რომ ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასები და მაღალი ხარისხი გვაქვს.” – ერეკლე ცოცანიძე
– ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ სალონს ანიჭებენ უპირატესობას, ძირითად კრიტერიუმად ასახელებენ სისწრაფეს და ხარისხს. თქვენს შემთხვევაში რამდენად ოპერატუილი და შედეგზე ორიენტირებულია მომსახურება?
“სისწრაფეს და ხარისხს რაც შეეხება, ეს თვითონ მომხმარებელმა უნდა თქვას. დარწმუნებული ვარ უკმაყოფილო ჯერ არავინ წასულა ჩვენგან.”
-გვესაუბრეთ მიმდინარე აქციების შესახებ.
“რაც შეეხება აქციებს ამ წუთას ორი პარალელური აქცია გვაქვს 112 ის თანამშრომლების, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის. ორივე სეგმენტზე 25% იანი ფასდაკლება გვაქვს. მზადდება აქციები საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის. თელავის თეატრის თანამშრომლობისათვის. გვინდა ყველა სფერო მოვიცვათ.”- ერეკლე ცოცანიძე
– რატომ გრაცია?
“რატომ გრაცია? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. ყველაზე სუფთა, სტერილური იარაღები ყველა სტუმრისთვის. პოზიტიური განწყობა, პრემიუმ ხარისხი და რაც მთავარია – თითოეული მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხიდან 1 ლარი იხარჯება მათთვის, ვისაც ყველაზე ძალიან უჭირს.”