თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში დასრულდა შიდა საუბნო გზის (მე-18 ქუჩის) სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარის ორი ფენა დაიგო 541 მეტრი სიგრძის გზაზე, ამასთან, მოეწყო ეზოებში შესასვლელები.
პროექტის ღირებულება შეადგენს 350 595 ლარს.