სიღნაღის მერია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღამდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმააცით, სიღნაღი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, ფილმის ჩვენება გაიმართება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.

კამპანიის ფარგლებში 29 ნოემბერს, სიღნაღის თეატრის შენობაში, 14:00-ზე მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართება, სადაც დასწრება თავისუფალია.

ჩვენებაზე დასწრება მიზანშეწონილი არ არის 16 წლამდე მოზარდებისთვის,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.