სიახლე სტუდენტებისთვის – საქართველოს ბანკის დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ მიღება დაიწყო.

საქართველოს ბანკმა სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეშვიდე ნაკადის მიღება დაიწყო.

საქართველოს ბანკი იწვევს III-IV კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, აირჩიონ 13 პროგრამიდან ერთ-ერთი, მიიღონ მონაწილეობა პროექტში და პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კარიერა განაგრძონ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის გუნდში.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ახალგაზრდები „ლიდერატორის“ ფარგლებში შეძლებენ, აღმოაჩინონ ახალი ინტერესები, დააგროვონ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება, მიიღონ მენტორისგან დავალებები, რჩევები და მუდმივი უკუკავშირი, რაც ხელს შეუწყობს მათ სწრაფ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს სწავლაზე მორგებულ სამუშაო გრაფიკსა და ანაზღაურებას.

ახალგაზრდა ლიდერების მოზიდვა, თითოეული მათგანის პროფესიული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობით უზრუნველყოფა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. ამ კუთხით, ლიდერატორის მთავარი უპირატესობაა ის, რომ პროგრამა სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი უნარები, პროფესიონალებთან ერთად იმუშაონ ახალ იდეებზე, გამოცადონ საკუთარი თავი როგორც სხვადასხვა მიმართულებით, ასევე სხვადასხვა პოზიციაზე და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ.

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას და მიზნად ისახავს, მისცეს მათ შესაძლებლობა, დააგროვონ ღირებული ცოდნა და გამოცდილება, დასაქმდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. განაცხადა საქართველოს ბანკის ტალანტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნუცა კაციტაძე.

შეგახსენებთ, რომ პროექტი “ლიდერატორი“ 2017 წლიდან ხორციელდება და მასში მონაწილეობა მიიღო 295-მა ახალგაზრდამ. პროგრამის დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 91%-მა კარიერა განაგრძო საქართველოს ბანკში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 5 თებერვალი.