საქართველოს პრეზიდენტი და გიორგი ალადაშვილი, ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტუმრებს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა უმასპინძლა.
პრეზიდენტმა შვილებთან ერთად, ტაძარი მოილოცა და მონასტრის ტერიტორიაზე არსებული უძველესი, XI საუკუნის მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები დაათვალიერა.
მონასტერში პარლამენტის წევრი, გელა სამხარაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური იმყოფებოდნენ.