საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თელავის ცენტრალური მოედნიდან გულშემატკივრობდნენ

დღეს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თელავში გულშემატკივრობდნენ. ქომაგები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა.

ჩვენ უკვე ვნახეთ ძალიან ამაღელვებელი თამაში, რომელიც თურქეთთან შედგა. თამაში იყო ემოციებით დატვირთული და ჩვენ ვგულშემატკივრობდით ეროვნულ ნაკრებს. დღესაც, თელავის ცენტრალურ მოედანზე დავდგით მონიტორი, სადაც გულშემატკივრები შეიკრიბნენ. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ ჩვენ ფეხბურთელებს, – ჩვენ გმირ ბიჭებს, ქომაგობა. ვფიქრობ, რომ დღევანდელი მატჩი იქნება ძლიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო – ჩეხეთის მატჩის საჯარო ჩვენება კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში გაიმართა. EURO-2024 – ის ფარგლებში საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩი ანგარიშით, 1:1 დასრულდა.