USAID მედია პროგრამის ფარგლებში, Zinc Network-ი აცხადებს საგრანტო პროგრამას საგამოძიებო ჟურნალისტიკით დაინტერესებული რეპორტიორებისთვის.
ტრენინგი 6 თვე გაგრძელდება და ჟურნალისტებს საგამოძიებო იდეების განვითარებაში, გამოძიების წარმართვასა და მომზადებაში დაეხმარება.
ჟურნალისტებთან მსოფლიოს წამყვანი გამომძიებელი რეპორტიორები იმუშავებენ. მათ შორის, New York Times-ის ყოფილი ჟურნალისტი ბარბარა მარკოლინი.
შერჩეული ჟურნალისტები მიიღებენ გრანტს გამოძიების დასაფინანსებლად.
დამატებით ინფორმაცია: bit.ly/3kTc0XG
USAID/Georgia-ს მედია პროგრამა ხელს უწყობს საზოგადოებისთვის აქტუალური, დამოუკიდებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.