დღეს, თელავის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
კობა კობალაძემ, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, სოციალური და ჯანდაცვის პროექტები. ის სამუშაო, რასაც სამსახური სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ფიქრია ყუშიტაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი – ლევან ამირიძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი- თამაზ კალატოზიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს რეგიონებში გეგმიურ შეხვედრებს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების დეტალურად გაცნობა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი გადაჭრის გზების პოვნა.