კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და პროექტების გეგმა – გრაფიკის შესაბამისად განხორციელების ვადები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით არსებულ საკითხებზე, ასევე, საუბარი შეეხო აქტიური ტურისტული სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებს.
რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.