პირველი ივლისიდან 233 000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს დახმარება გაეზრდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველი ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას მიიღებს 233 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა.

პროექტი სოციალურად დაუცველი ოჯახების გაძლიერებასა და ბავშვთა სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე, სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას.“- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.