28 მაისს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო. რაც შეეხება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, 66-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, მომხრე კი არავინ ყოფილა. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის ხელმოწერამდე და მის ძალაში შესვლამდე რამდენიმე დღე დარჩა.
კენჭისყრის დაწყებამდე ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტესობამ სხდომათა დარბაზი დატოვა და აქციის მონაწილეებს შეუერთდა.