საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის მე-17 პარაოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს სპორტის 6 სახეობაში თოთხმეტი პარაათლეტით.
მათ შორის იქნება თელაველი ვლადიმერ ჭინჭარაული, რომელიც პარა სროლაში (შაშხანით სროლა R4 და R5 კატეგორიებში 10 მეტრზე და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე) საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ჭინჭარაული თელავის მუნიციპალიტეტის სპორტულ კლუბთა გაერთიანება “თელავის” სპორტული ტირის მენეჯერია და ქალაქში სპორტის ამ მიმართულების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.