მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეთა საპროექტო წინადადებების კენჭისყრის ეტაპი დაიწყო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კენჭისყრაზე 10 საპროექტო იდეა გადავიდა.
მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მითითებული ბმულის მეშვეობით მხარი დაუჭირონ სასურველ პროექტს.
-ბმულზე გადასვლის შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, სქესი, ტელეფონის ნომერი.
-შემდეგ მონიშნეთ გრაფა „ვეთანხმები ხმის მიცემის წესებს“ და დააჭირეთ ღილაკს „SMS კოდის მიღება.”
თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ ვერიფიკაციის კოდს. აღნიშნული კოდის შეყვანის შემდეგ გადახვალთ საპროექტო იდეების ჩამონათვალზე.
-მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ერთი იდეა და დააჭირეთ ღილაკს „შედეგის გაგზავნა.”
-ერთი პირადი ნომრით და ერთი ტელეფონის ნომრით მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა დასრულდება 26 სექტემბერს 24:00 საათზე.
პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მხარდაჭერით.