დღეს, თელავში მხატვარ მაია ციხისთავის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა სახელწოდებით – „მომავლის ხელოვანები“ მოეწყო.
ღონისძიება თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში ჩატრადა, რომელშიც მონაწიელობა ოცდაათამდე მოსწავლემ მიიღო. იმ ახალგაზრდებმა რომლებსაც სურთ, თავიანთი მომავალი ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირონ.
„ეს ახალგაზრდები არიან მომავალი არქიტექტორები, დიზაინერები, ფერმწერები, გრაფიკოსები, თეატრის და კინოს მხატვრები..“ – აღნიშნავს მათი პედაგოგი, მაია ციხისთავი.
გამოფენას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები – ფიქრია ყუშიტაშვილი და მაია დათუნაშვილი, ასევე ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლის კოლექტივი და საგამოფენო სივრცეში მოსული უამრავი დამთვალიერებელი.
სამხატვრო სკოლის პედაგოგმა მაია ციხისთავმა, მოსწავლეებს გზა დაულოცა და შემოქმედებით გზაზე წარმატებები უსურვა.