ჩოგბურთის საერთაშორისო ჩემპიონატის – “Sio Cup 2025” გამარჯვებულები ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან ალექსანდრე მეტრეველთან და თელავის ჩოგბურთის კორტების ხელმძღვანელთან ნიკოლოზ სვიმონიშვილთან ერთად, დააჯილდოვეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა.
თელაველი სპორტსმენის, გიორგი სვიმონიშვილის სახელობის ყოველწლიური, საერთაშორისო ტურნირი – “სიოს თასი” თელავში წელს უკვე მეოთხედ გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირის ფარგლებში მუნიციპალიტეტს 20 ქვეყნის ასობით სპორტსმენი სტუმრობს.
აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ჩემპიონატები თელავში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.