ლევან ანდრიაშვილმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა ყველა ჟურნალისტს, განსაკუთრებით კი კახეთის რეგიონში და თელავის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ჟურნალისტებს მიულოცა პროფესიული დღე და წარმატებები უსურვა.

ყველა ჟურნალისტს გილოცავთ პროფესიულ დღეს!

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ჩვენი ქალაქის, მუნიციპალიტეტის, რეგიონის, ქვეყნისა თუ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. თქვენი საქმე ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლოა.

გისურვებთ ღირსებით და პასუხისმგებლობით ემსახუროთ ქართულ ჟურნალისტიკას.

გისურვებთ წარმატებას! – თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი.