ლევან ანდრიაშვილმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება პირადად მიულოცა

დღეს, თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, არაფორმალურად მოწყობილ გარემოში, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა. მერმა ახალგაზრდების შეხედულებები, იდეები, საჭიროებები, სურვილები და მოსაზრებები მოისმინა.

სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა! გილოცავთ, სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას. წინ მრავალი თავგადასავალი გელოდებათ. თქვენ ხართ მომავალი თაობა, რომელზეც იმედებს ვამყარებთ, რომ არჩეული პროფესიით ყოველთვის იქნებით თქვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ცხოვრების გზაზე დიდ წარმატებას! განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

როგორც ახალგაზრდება აღნიშნეს, მსგავსი სახის ღონისძიება თელავში მათთვის პირველი იყო, რაც ძალიან მოეწონათ.

„დღევანდელი ღონისძიება ჩემი აზრით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ახალგაზრდებმა საკუთარი იდეები და გამოცდილება გავუზიარეთ ერთმანეთს. თელავის მერის მხრიდან იყო დიდი დაინტერესება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გვინდოდა ჩვენ, ახალგაზრდებს, როგორ შეიძლება განვავითაროთ ჩვენი თელავი და როგორ შეგვიძლია თითოეულ ადამიანს ამ პროცესში ჩავერთათ. დღევანდელი შეხვედრიდან ძალიან ბევრი ღირებული ინფორმაცია მიგვაქვს, რისთვისაც დღევანდელი დღის ორგანიზატორებს მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა ეთუნა ასანაშვილმა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო მერიის ასეთ პროექტში მონაწილეობა, რადგან ახალგაზრდების ინტერესებს გავეცანი რა პროფესია აირჩიეს, რამაც შესაძლოა ჩემ არჩევანზეც გავლენა იქონიოს იმიტომ, რომ ისეთი პროფესიების შესახებ მივიღე ინფორმაცია, რომელთა შესახებაც აქამდე არ მსმენია. თანაც ამ არაფორმალურ გარემოში თანატოლებთან კომუნიკაცია ჩემთვის იყო ძალიან შემეცნებითი და საინტერესო“, – ამბობს ნანკა მელიქიძე.

დღევანდელმა შეხვედრამ, თელავის მუნიციპალიტეტის მერსა და აბიტურიენტებს შორის, კითხვა-პასუხის რეჟმში ჩაიარა.