ლევან ანდრიაშვილმა თელაველი ძიუდოისტი ფულადი პრიზით დააჯილდოვა.

ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში მიხეილ ბახბახაშვილს, პირადად შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილმა, თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლის ხელმძღვანელმა ზაქრო კევლიშვილმა და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამარ ზაზანაშვილმა. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლება გადასცეს ფულადი პრიზი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრმა და თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლის სპორტსმენმა მიხეილ ბახბახაშვილმა, მიმდინარე წლის აპრილში, მონტენეგროში, გუნდურ შეჯიბრში მოიპოვა ევროპის ჩემპიონის სტატუსი, გასულ კვირას კი ბუდაპეშტში გამართულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. სპორტსმენმა ფინალში, 73კგ წონით კატეგორიაში, იაპონელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.