დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, თელავის მერაბ კოსტავას სახელობის N4 საჯარო სკოლის პედაგოგს ეკატერინე გურგენაშვილს, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოპოვება პირადად მიულოცა.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარიამ რომანიშვილი, მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ეკა გიგიტელაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ ზაზანაშვილი, იმსჯელეს სკოლის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებზე. საუბარი ასევე შეეხო ახალ სასწავლო წელს და სკოლაში მიმდინარე საკითხებს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ კოსტავას სახელობის თელავის N4 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგმა ეკატერინე გურგენაშვილმა, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მოიპოვა მასწავლებლის ეროვნული პრემია.