თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 400 მდე ოჯახს სააღდგომო ამანათი გადასცეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ერთჯერადი დახმარების აქცია ყოველ წელს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ორგანიზებით ტარდება და იგი ტრადიციულ ხასიათს ატარებს.