ლევან ანდრიაშვილი სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი შეხვდა სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული სპორტული სკოლებისა და კლუბების სპორტსმენები, სამუსიკო და სამხატვრო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც 2024 წელს გამართულ ტურნირებსა და ჩემპიონატებზე, კონკურსებში დაიკავეს საპრიზო ადგილები.
„თელავის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციაში, თქვენ, სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, თქვენს მიღწევებსა და გამარჯვებებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. სწორედ თქვენ ხართ მშობლიური ქალაქისა და სოფლების საუკეთესო ელჩები.
მადლობა კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, შემსრულებლებს, მხატვრებს, რომლებიც თქვენს ნიჭიერებას მოპოვებული გრანპრით, კონკურსებში კი საპრიზო ადგილებით ამტკიცებთ.
მადლობას გიხდით სპორტსმენებს, რომ თქვენი მიღწევებით, ჩვენ ახალგაზრდა თაობას უჩენთ სურვილს და მოტივაციას, დაკავდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით და ჩაერთონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გისურვებთ 2025 წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტი გამარჯვების და წარმატების მომტანი თქვენთვის!“ – აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
სპორტსმენებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს, ლევან ანდრიაშვილმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა და გადასცა როგორც მადლობის სიგელები, ასევე სიმბოლური საჩუქრები.