ლევან ანდრიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მინდინარეობს.
დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, შეხვდა სოფელ კისისხევის, შალაურისა და ნასამხრალის მოსახლეობას. მერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილა პროგრამით განსახორციელებელი სამუშაოები და სოფლებში მიმდინარე სხვა საკითხები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ხორციელდება მოსახლეობის აქტიური ჩართულობითა და მათი სურვილის შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ 3 თებერვლიდან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შეხვედრები უკვე გაიმართა 9 სოფელში და გაგრძელდება 13 თებერვლის ჩათვლით.