ლევან ანდრიაშვილი თელავში გამართულ “Betsson სპორტის დღეებს” დაესწრო.

თელავში გამართულ “Betsson სპორტის დღეებს,” ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი. ღონისძიება გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ახლადმოწყობილ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეში, რომლის მხარდამჭერიც არის თელავის მუნიციპალიტეტის მერია.
დღის განმავლობაში, ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს დახვდათ მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები, კვების კუთხე, შემეცნებითი აქტივობები და სპორტული მანქანების გამოფენა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი “Youtube-ერები.”
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.