თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში მაჩაბელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. 447 მ გზის მონაკვეთზე მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ვანო სარაჯიშვილის ქუჩაზე, სადაც მერიის ცნობით, 320 მეტრ მონაკვეთზე ასფალტის პირველი ფენა დაიგო.
საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი, ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.